English / ქართული / русский /
მარინე ცუცქირიძე
ინოვაციური სისტემის გავლენა მეწარმეობის განვითარების ევროინტეგრაციულ პროცესებზე

რეზიუმე

ევროინტეგრაციული პროცესების გააქტიურების პირობებში ბიზნესის არეთა გაფართოებისა და მისი შემოსავლების ზრდის ძირითად საფუძველს ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბება და ამის შესაბამისად მეწარმეობის გარდაქმნა წარმოადგენს. იგი თანამედროვე ევროსამეწარმეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარი მიმართულებაცაა, რაც ევროკავშირის სახელმწიფოებში არსებული საწარმოო პოტენციალის ინტეგრაციული ურთიერთკავშირების დამყარებისა და მათი მართვის სისტემის გარდაქმნის, მისი ინოვაციურად და რაციონალურად წარმართვის ქმედით საშუალებად გვევლინება.

ბიზნესის განვითარებისა და ამ მიზნით წარმოქმნილი ევწარმოებათა გარდაქმნა ევროინტეგრაციულ პრინციპებთან ურთიერთშესაბამისობაში სამეცნიერო კვლევებისა და გამოგონებების, ახალი ტექნიკის წარმოებაში ათვისებისა და მეწარმეობის მართვის ინოვაციური მეთოდების გამოყენების ძირითადი შედეგია. იგი ევროკავშირში წარმოების ინტეგრაციის, მათი ინოვაციურობის ზრდის მეწარ¬მეობის ახალი სექტორების წარმოქმნის პროცესთან ერთად ხორციელდება. ეს კი ურთიერთ განსხვავებული ინოვაციური სისტემების წარმოშობას უდევს საფუძვლად.

ეკონომიკური და მათ შორის ბიზნესსისტემების ფუნქციონირებაში სტრუქტურული და ინოვაციური გარდაქმნების განხორციელება ევროინტეგრაციული პროცესის ძირი¬თად მოთხოვნას წარმოადგენს. სტრუქტურული ელემენტების, ანუ მისი დარ¬გობ¬რივი სექტორების ევროპულ საწყისებთან შესაბამისობაში გარდაქმნა ევროსაბაზ¬რო სივრცის მოსაწესრიგებლად აუცილებელ და ევრომეწარმეობის განვი¬თარებისათვის საჭირო წანამძღვარს წარმოადგენს.

ინოვაციური ევრომეწარმეობის განვითარება და ბიზნესის უსაფრთხოებისათვის მისი ევროპოლიტიკის გატარება მოითხოვს ინოვაციური სისტემების ჩამო¬ყალიბებას. აღნიშნული ევროპულ სახელმწიფოთა მეცნიერული და ტექნიკური პოტენ¬ციალის რაციონალურად გამოყენების მიზნებს ემსახურება. იგი ერთიანი საბაზრო პოლიტიკის გატარებისათვის საჭირო საფუძველიცაა და განაპირობებს მათი ეკონომიკური და სოციალური აქტიურობის ზრდას.

ბიზნესსისტემაში აღნიშნული ევროინტეგრაციული გარდაქმნების განხორ¬ციე¬ლება, ერთიანი სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პროგრამის განხორციელება ეტაპების მიხედვითაა შესაძლებელი, პირველ ეტაპს შეესაბამება გამოგონებების და ახალი ტექნიკის წარმოებაში ათვისება და მართვის ინოვაციური მეთოდების ამოქმედებას ისახავს მიზნად. იგი სახელმწიფოს ფარგლებში მოქმედი ინოვაციური სისტემის ძირითადი ქვესისტემების ფუნქციონირებისათვის აუცილებელ წინამძღვარს წარმოადგენს.

ევროკავშირის თავისუფალი საბაზრო სივრცის წარმოქმნა და მასზე ცალკეულ სახელმწიფოთა ინოვაციური სისტემის გავლენა ძირითადად აისახება მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პროცესების და მის ფარგლებში ინტეგრირებულ წარმოებათა ურთიერთკავშირის გზით. ინო¬ვაციური სისტემის აგება და ჩამოყალიბება გულისხმობს: 1. ახალ გამოგონებათა და საპატენტო-სალიცენზიო სამუშაოთა მართვის პროცესის გარდაქმნას და ინოვაციური მეწარმეობის განვითარების მმართველობითი სისტემის ჩამოყალიბებას. აღნიშ¬ნულის ფარგლებში ხორციელდება საწარმოთა მომსახურება რესურსებითა და კონსულტაციებით. მის მიზანს მეწარმეობაში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დანერგვა, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ევროპულ საბაზრო მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა, ასევე ექსპორ¬ტის სტიმულირებასა და მის ხელშემწყობ პროცესებში აქტიური მონა¬წილეობა წარმოადგენს. ამასთან ერთად შესაძლოა განხორციელდეს სამეცნიერო-საწარმოო საქმიანობათა გარდაქმნა, როგორიცაა ტექნიკის სიახლეთა ხარისხის ამაღლება, მისი ინფორმაციული უზრუნველყოფა, კადრებით მომსახურების გაუმჯობესება და სხვა. ინოვაციური მეწარმეობის განვითარებაში არსებული პროცესებისა და მისი ტექნიკური და ტექნოლოგიური საფუძვლების გარდაქმნა-გაუმ¬ჯობესება განაპირობებს შრომისა და ტექნიკურ მახასიათებელთა მნიშ¬ვნელოვან გაუმჯობესებას, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის უდიდეს მიღწევათა ათვისებას და ამით ახალი ინოვაციური სისტემის წარმოქმნას; 2. ინოვაციათა გარ-დამავალი სისტემის შექმნას და თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოთა სამეცნიერო კვლევების შედეგების მიმართ საერთო სახელმწიფო მართვის სისტემის წარმოქმნას. იგი მიზნად ისახავს მეცნიერულ-ტექნიკურ სიახლეთა მაღალი ხარისხის მიღწევას; ტექნიკის სიახლეთა და ინოვაციური ტექნიკის ეფექტიანობის ზრდას; ინო¬ვაციური ეფექტის ამაღლებასა და საპატენტო-სალიცენზიო ოპერაციებსა და ევროინტეგრაციულ პროცესებში მათ გათვალისწინებას. აღნიშნული მიზნების რეალი¬ზაციის დროს გაითვალისწინება ინოვაციების მეცნიერულ-ტექნიკური დონე; მმართველობით იდეათა და ეფექტურ გადაწყვეტილებათა შესაბამისად მისი სტიმულირების აუცილებლობა; ინოვაციურ დამუშავებათა კონკურენტუნარიანობა, რომე¬ლიც განაპირობებს ინტეგრირებულ წარმოებათა უპირატესობას ევროსაბაზრო სივრ¬ცესა და მსოფლიო ბაზარზე. ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბება ძირე¬ულად უკავშირდება ევროინტეგრაციული პროცესების ვითარებაში გარდაქმნილი, ბიზნესის საქმიანობის მმართველობითი სისტემის წარმოქმნას, რომელსაც თანა¬მედროვე პირობებში არსებული ევრომეწარმეობის მართვის გარდამავალი სისტემა შეესაბამება. ამ მიმართულებით მნიშვნელობას იძენს კონკურენტუნარიანი და მაღა¬ლი ხარისხის მქონე სამრეწველო პროდუქცია, ტექნოლოგიური პროცესები და ახა¬ლი სამრეწველო მოდელები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ტექნიკური და ესთე¬ტიკური მახასიათებლებით, რაც ინოვაციური სისტემის ეფექტიანობაზე მიანიშ-ნებს.

ინოვაციური სისტემები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მათთვის დამახა¬სიათებელი ინოვაციური ეფექტის მაჩვენებლებით, ტექნიკური და ტექნოლოგიური სრულყოფის, შრომის ორგანიზაციის დონეთა, რესურსების ეკონომიისა და პროდუქციის ხარისხის მახასიათებლებით. ასევე ინოვაციური საქმიანობით, რაც გამოიხატება გამოგონებათა, რაციონალიზატორულ გადაწყვეტილებათა, საწარმოო მოდელებისა და სახეობების, სასაქონლო და საბაზრო ნიშნების შემუშავებაში. ამიტომ ძირითადს ევრომეწარმეობის განვითარებისათვის მისი მართვის პროცე¬სების ინფორმაციული უზრუნველყოფა წარმოადგენს. იგი ევროპის მეწარმეთა ელექტრონული კავშირის გზითა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საშუ¬ალებით ბიზნესის მმართველობისათვის საჭირო და ექსპორტის განხორ¬ციელებისათვის აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს.

3. ევროკავშირის საერთო სახელმწიფოებრივი სამეცნიერო-ტექნიკური გამოკ¬ვლევის შედეგად და უახლესი ტექნოლოგიების საფუძველზე ინოვა¬ციური სისტემის წარმოქმნის პროცესის წარმატებით დასრულებას. იგი მნიშვნელოვან ღონისძიებებსაც მოიცავს: ინოვაციური სისტემის აგებას და მისი ფინანსური უზრუნველყოფისათვის აუცილებელ ეკონომიკური სტიმულირებისა და წამახალისებელ წინადადებათა დანერგვას, ბიზნესის ობიექტებში ინოვაციური ტექნიკისა და მეცნიერულ მიღწევადა ათვისების პროცესის ყველა ძირითად ეტაპზე მათ გამოყენებას; უახლესი ინოვაციებისა და სხვა მეცნიერულ მიღწევათა წარმოებაში დანერგვას და მისი მეცნიერულ-ტექნიკური ექსპერტიზის სისტემის წარმოქმნას, იგი ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების რეალი¬ზაციის მიზნებს ემსახურება; მეწარმეობის მართვის ფუნქციების ევროპული გარდაქმნისა და მის სექტორებში ინოვაციური ტექნიკის ათვისების, ასევე მეცნი¬ერულ მიღწევათა საფუძველზე მათი წარმოების ყველა სტადიაზე მიზან¬მიმართული ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემის აგება. ინოვაციური ტექ¬ნკის წარმოებისა და გამოგონებათა ათვისებისთვის აუცილებელ ობიექტებზე ნორმატიული საფუძვლების გაუმჯობესება, რაც საჭიროა მეცნიერულ მიღწევათა წარმოებაში ათვისების პროცესის სტიმულირებისათვის; და, ბოლოს, მეცნიერულ მიღწევათა გზით შექმნილი ინოვაციური ტექნიკის ათვისების პროცესების მართვის სისტემის ორგანიზაციული ფორმების დადგენა.

ინოვაციური მეწარმეობის განვითარების ევროპული კონცეფციის მიხედვით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის შემადგენლობაში მყოფი სახელ¬მწიფოების ინოვაციური პოტენციალის გამოკვლევას, რომელთან შესაბამისობაში შემუშავდა მისი პროექტი, რომლითაც განსაზღვრულია მისი ერთ-ერთი მიმართულების განხორციელება, კერძოდ ევროპული კომპანიების ჩამო¬ყალიბება, ევროსაბაზრო სისტემისათვის უმნიშვნელოვანესი პროდუქციის წარმო¬ებათა ინტეგრაცია და ევროპულ კომპანიებად გარდაქმნა ინოვაციების ექსპორ¬ტის გაძლიერების მიზნით, რაც ინოვაციური სისტემის მთავარ დანიშ¬ნულებას წარმოადგენს.

ინოვაციური სისტემის ფუნქციონირება ევრომეწარმეობის ინეტგრირებულ სექტორებში მიმართული უნდა იქნეს საექსპორტო საბაზრო სივრცეში პრო¬დუქციაზე ისეთ ძირითად მოთხოვნათა დასაცავად, როგორიცაა კონკურენტული უპირატესობა; მომხმარებელთა სიმრავლე და პროდუქციის განსაკუთრებული თვი¬სებები, საწარმოო და მასთან დაკავშირებული საბაზრო ლოგისტიკა; დანა-ხარჯე¬ბის მინიმალურობა და ფასების უპირატესობა; პროდუქციისა და მომსახურების მაღალი ხარისხი; მისი დიზაინის გამორჩეული ხასიათი; ინოვაციურობა. ამ მოთხოვ¬ნათა დაცვის მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ევროპული კომპანიების, მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოო ობიექტებზე საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტების დანერგვის პროგრამა, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ევროპულ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის, ასევე ექსპორტის ხელშეწყობისათვის აუცილებელი მმართველობითი სისტემა.

თანამედროვე ბიზნესის მმართველობითი საქმიანობის გარდაქმნა და წარმოებათა ევროინტეგრაციის ვითარებაში ინოვაციური სისტემების ფუნქციონირება განაპირობებს: 1) ბიზნესის გადაწყვეტილებათა გავრცელებას და გაცვლას ევრომეწარმეობის სექტორებში; 2) ევროსაბაზრო პროცესების, კერძოდ ექსპორტის ტექნიკურ პრობლემათა შესახებ ინფორმაციის გადაცემას; 3) მცირე და საშუალო მეწარმეობის ინტერნაციონალიზაციას მისი ინოვაციურობის მიმართულებით; 4) ევროკავშირის თავისუფალ საბაზრო სივრცეში აქტიურად მონაწილეობას; 5) საქართველოში მეწარმეობის განვითარების პროცესის რაციონალურად წარ¬მართვას ევროპის მეწარმეთა ქსელის საშუალებით და სხვ.

ამრიგად, ინოვაციური სისტემის გავლენა ევროინტეგრაციის პროცესებზე გამოი¬ხატება იმ სახელმწიფოს ეკონომიკის ეფექტიანი ორგანიზაციის, ოპერა¬ტიულობისა და განვითარების ინსტრუმენტების მოქმედებაში მოყვანით, რომლის საწარმოების ფარგლებშიც იწარმოება ინოვაციური ტექნიკა, ასევე ხორციელდება ინოვაციური ტექნიკისა და მმართველობითი და საბაზრო სიახლეების დანერგვა, მათი ევროინტეგრაცია სხვა საწარმოებთან. აღნიშნული წარმოადგენს ეკონომიკისა და მისი საწარმოო სისტემის ინოვაციური ეფექტის ამაღლების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბების პირობებში.

გამოყენებულილიტერატურა

1. აბესაძე რ., ევროკავშირის ინოვაციური პოლიტიკა, სამეცნიერო შრომების კრებული, ტ. IX, თბილისი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2016.

2. პაპავა ვლ., რეტროეკონომიკიდან ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლის პერსპექტივები საქართველოს ევრაზიული ინტეგრაციის შემთხვევაში, სამეცნიერო შრომების კრებული, ტ. IX, თბილისი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2016.

3.      ბერულავა გ., გოგოხია თ., ევროკავშირის სამეწარმეო პოლიტიკა, სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2016.

4. ცუცქირიძე მ., ინოვაციური ფაქტორების გავლენა ბიზნესის განვითარებაზე საქართველოში, სამეცნიერო შრომების კრებული, ტ. VII, თბილისი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2014.

5. epp. Eurostat.ec.europa. eu/structural-businesstatistics/euro-groups-registler